პოლიტიკური პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რომელიც უკვე 17 დღეა პარლამენტში შიმშილობს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი იქნება.
"შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი.
ამიტომ, ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება სწრაფად შესულიყო და გამოეტანა ინფორმაცია.
გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია, და ასევე, ველოდები და ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორი უსაფრთხოდ.
ველოდები ექიმს და გავყვები მის რეკომენდაციებს, რეაბილიტაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი, ველოდები გადასვლის პროცესს",- განაცხადა ხოშტარიამ.