ანკარაში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სახლის ნგრევა, სავარაუდოდ, თხევადი გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
ანკარის მერის განცხადებით, შემთხვევის დროს გარდაიცვალა 40 წლამდე კაცი და მისი 2 წლის შვილი, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი.