რეანიმატოლოგის განცხადება სააკაშვილის მდგომარეობაზე

2021-11-18 19:54:54

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.

როგორც ექიმმა გლდანის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც რეანიმატოლოგი აცხადებს, იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში.

"ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა მან.

რეანიმატოლოგის თქმით, დღეს ის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შემთხვევით მოხვდა.

"მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან. მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ბრიგადა. ახლახანს მოხდა ეს, პაციენტი მოითხოვს კიდევ გამოკვლევებს, უამრავი კვლევებია გაგზავნილი. მეც პირადად აქედან არ წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება", - განაცხადა ექიმმა.