საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებს N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.
"სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიამ მძიმე მდგომარეობაში იყო. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო თვალზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ამ წუთში არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა", - განაცხადა ბასილაიამ.