როდის გაიხსნება "რუსთავი მოლი"

2021-11-19 22:12:02

"რუსთავი მოლი" 2 დეკემბერს გაიხსნება.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ქალაქის სავაჭრო ცენტრში არაერთი ცნობილი ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, სურსათის, ტექნიკის, წიგნების, ბავშვთა სათამაშოების მაღაზიები და კვების ობიექტები - საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ იმ ცნობილი ბრენდების ჩამონათვალს, რომელიც რუსთავის სავაჭრო ცენტრში შემოდის:

CAREFOURE;
LC Waikiki;
BMB Mataraci trans Georgia (TAC);
მინისო ჯორჯია;
ფარმაციული სახლი;
ისი პარი;
ზუმერ ჯორჯია;
პეპელა;

ბიბლუსი;

სუფთა სახლი;
გორგია;
დანკინი;
ავტოგრაფი;
ქეი ეფ სი;
უნო შუზი;
ფლო;
აი პლიუსი;
დონ ჟელიბონი;
Stands.

ასევე, როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, რომელიც, დიდი ალბათობით, ასევე წარმოდგენილი იქნება რუსთავი მოლში.

საინფორმაციო სააგენტომ მოახერხა დაეთვალიერებინა სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაც, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები