სადარბაზოებისა და აივნების რეაბილიტაცია რუსთავში

2021-11-17 19:37:33

რუსთავში მე-14 მიკრორაიონის N10, N11, N12 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში აივნებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი ქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტის საწყისი ღირებულება 401 351 ლარია.

გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 150 კალენდარული დღე ექნება. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 6 დეკემბერია.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები ჩატარდება კორპუსების სადარბაზოებსა და აივნებზე.

"სადარაბაზოს ცენტრალური კარი დაიწმინდოს და შეიღებოს ანტიკოროზიული საღებავით. კედლების შებათქაშება, შეფითხვა და შეღებვა. კარის ფერდობების დამუშავება. იატაკზე ხაოიანი მეტლახის დაგება. ჭერში მოხდეს აივნებზე ნაპრალების ამოვსება, შებათქაშება, შეფითხვა და შეღებვა. აივნებსა და სადარბაზოებში მოხდეს მოაჯირების დაწმენდვა და ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა. მოაჯირზე ხის დეტალების დაწმენდვა და გალაქვა. პირველ სართულზე ლითონის კარის დაწმენდვა და შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით. რიგელების შებათქაშება, შეღებვა და შეფითხვა. ფასადზე დაზიანებული ნაწილი შეივსოს მაღალხარისხიანი ქვიშაცემენტიანი ხსნარით, შემდგომ მოხდეს ლითონის ბადის აკვრა და ჩამაგრება ჩაანკერებით, ამის შემდგომ მოხდეს შებათქაშება", - წერია დოკუმენტაციაში. 

ასევე, ელექტრონულ ტენდერში, რომელიც მერიამ გამოაცხადა, გათვალისწინებულია მე-11 მიკრორაიონის N1 კორპუსის და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩის N14-45 მიშენების გამაგრების სამუშაოების შესყიდვაც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები