რუსთავში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა

2020-11-17 17:57:52

რუსთავში 26-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულია მაღალი კლასის მასწავლებელი.

სკოლის 600-მდე მოსწავლე 2 კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლის.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები