ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ქალი ემსხვერპლა

2021-11-15 13:58:22

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 33 წლის ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გზაზე მიდიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.