დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო

2021-11-14 15:44:21

დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო. კირკიტაძესთან ერთად შიმშილობას აცხადებს პარლამენტის 8 წევრი. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე",- თქვა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, ამავე მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.