რამდენი ადამიანი გარდაიცვალა რუსთავში კოვიდ19-ით ოქტომბერში

0000-00-00 00:00:00

რუსთავის სამ კოვიდკლინიკაში ოქტომბრის თვეში კორონავირუსს 71 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.

კორონავირუსს 18 ადამიანი ემსხვერპლა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში. თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 80 წლის მამაკაცი კორონავირუსის ვაქცინით იყო აცრილი. პაატიშვილის თქმით, მას თანმხლები მძიმე პათოლოგიები ჰქონდა.

24 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით კლინიკა "რუსთავში".

29 ადამიანი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის თქმით, გარდაცვლილს შორის ერთ-ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით იყო აცრილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები