წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვეროლა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი წყალტუბოს №2 ბაღის აღსაზრდელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ლურსმანი გადაყლაპა, რის შემდეგაც ბავშვი სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.