ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა Victoria's Secret-ის 2017 წლის შოუზე მოხვედრა ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თვითონ მოდელი ავრცელებს.
"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის, მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან ვაფასებ. სამწუხაროდ, წელს უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა ამასყან ერთად დიდი გამოცდილებაც. წლევანდელი წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ შემდეგ წელს დავნებდები, პირიქით,მეტი შემართებით გავალ და ამ წელს მაქსიმალურად გამოვიყენებ მოსამზადებლად" – წერს თაკო ნაცვლიშვილი
18 წლის მოდელი Victoria's Secret-ის შესარჩევ კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობდა, ის 300 გოგონადან შეარჩიეს და ფინალურ კასტინგზეც მოხვდა, თუმცა შოუზე არ დაამტკიცეს.
თაკო ნაცვლიშვილს ისეთი მოდის სახლების ჩვენებებზე აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior და სხვ.