თუ თქვენი ოჯახის წევრი 60 წელს ზემოთაა, გრიპის ვაქცინა უფასოდ გეკუთვნით

2021-11-12 14:36:30

 

იმ მოქალაქეებს, რომელთა თუნდაც ერთი ოჯახის წევრი 60 წლისაა ან 60 წელს გადაცილებულია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, უფასოდ შეუძლიათ. აცრის ღირებულება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 50 - ლარიდან 80 - ლარამდე მერყეობს.

ვაქცინა ასევე უფასოა - დიაბეტიანი პაციენტები; დიალიზზე მყოფნი; C ჰეპატიტის მქონე ადამიანები; აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია - ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; NCDC-ის თანამშრომლები.

 

გრიპით ყოველწლიურად 290,000-დან 650,000-მდე ადამიანი იღუპება. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკჯგუფში შემავალი ადამიანები:

5 წლამდე ბავშვები, რომლებიც გრიპის ვირუსის სამიზნეები არიან და 65 წელს გადაცილებულები. გრიპი ასევე საშიშია ორსულებისთვის, რადგან