უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
"უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
"პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას.
ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა", - ნათქვამია ოფისის განცხადებაში.