სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრებს ავრცელებს. [ვიდეო/video]
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თან აქვს დართული გავრელებულ კადრებს.
გასაჯაროებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სააკაშვილის შეყვანა ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება.