ვის გადაუხდის სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს

2021-11-10 15:52:07

2022 წელს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა ყველა პირს არ დაუსუბსიდირებს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ "ბიემჯისთან" განმარტა, მომდევნო წელს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გადაუხდის.

“მომდევნო წელს გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის კომპენსირება ანუ რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჩემთვის და თქვენთვის გათვალისწინებული არ არის ტარიფის სუბსიდირება და მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის იქნება.

ზოგადად, ქვეყანაში იქნება დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, სოციალურად დაუცველების კომუნალური ხარჯების მომავალში ზრდის შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბირჟა (ენერგეტიკული) ამოქმედდება, როგორ უნდა იმოქმედონ უწყებებმა, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი პაკეტის შემუშავება, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს პაკეტი და ა.შ”,- განმარტა კაკაურიძემ.