შეხვალთ თუ არა "მწვანე პასპორტის" გარეშე სალონში

2021-11-10 11:33:52

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული "მწვანე პასპორტის" რეგულაცია, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება სილამაზის სალონებზე, სუპერმარკეტებზე, მოლებზე, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ ვრცელდება.

იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას ასე გამოიყურება: კვების ობიექტები; რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში; კინოთეატრებში; თეატრებში; ოპერაში; მუზეუმებში; საკონცერტო დარბაზებში; გასართობ ცენტრებში; სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე; სპა-ცენტრებში; ფიტნეს დარბაზებში; სასტუმროებში; სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.

შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.