სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები დააკავეს

2021-11-10 10:58:13

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე აქციის წევრებს აკავებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა, თუმცა დაკავებულებს შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და დავით მახარაძე ადგილიდან გაიყვანეს.

პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური ადგილზე ამის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ატარებენ სუს-თან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.