ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-11-09 17:58:40

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.