რუსთავში კოვიდ19-ის გამო რამდენიმე ბაღი დაიხურა

2021-11-09 14:20:55

რუსთავის 5 ბაგა-ბაღში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

ვირუსის დაფიქსირების გამო მე-10 და მე-11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2 ჯგუფი დაიხურა.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, კორონავირუსის შემთხვევების გამო სრულად დაიხურა 23-ე, 31-ე და 43 საბავშვო ბაღები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები