"სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს"

2021-11-08 21:45:47

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში შესახლების დროს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18  დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას“,- განაცხადა რატი ბეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.