საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 საათისთვის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების თავზე ვერტმფრენი გამოჩნდა და სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელიც შვილთან შეხვედრას მთელი დღის განმავლობაში ელოდა, განაცხადა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ციხიდან გაიყვანეს.