პირველი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება

2021-11-08 14:12:52

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის პრინციპი ამოქმედდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტზე შესვლა, მხოლოდ მწვანე ბარათებით იქნება შესაძლებელი.

"პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. "მწვანე პასპორტების კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. მინდა განვმარტო, რას ნიშნავს მწვანე პასპორტები. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 ს საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი. ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა გავაკეთო განმარტება, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო 6 თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაითვალისწინა ეს. მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისა და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებს სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლას. ეს ობიექტებია კვების, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, სამორინეები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება, მხოლოდ ობიექტის სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.