ვინ მიიღებს 200 ლარიან საპენსიო დანამატს

2021-11-08 14:05:04

ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს სახელმწიფოსგან ერთჯერად 200 ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები. დღეიდან 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს ყველა პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე ვაქცინაციას ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის შემდეგ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.