კაცი, რომელიც რუსთავის ციხესთან შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

2021-11-06 21:27:00

კაცი, რომელიც რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქციაზე ცუდად გახდა, გარდაიცვალა.

შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს რუსთავის კლინიკაში გადაყავდა თუმცა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მამაკაცი მათთან შეყვანდე სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.

კაცის გარდაცვალება, სავარაუდოდ გულის შეტევას უკავშირდება.