ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს განყოფილების შენობაში კოლეგამ ესროლა.
ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის თანამშრომელს კოლეგამ 10-ზე მეტი ტყვია ესროლა.
როგორც ირკვევა მომხდარში მონაწილე ორივე პირი ერთი სოფლის მკვიდრია. ისინი მეზობლები იყვნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ამ წუთებში პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
ია.