33 წლამდე კაცი მოკლეს

2021-11-05 11:04:34

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნათესავმა მიაყენა.

მკვლელობას წინ, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი უძღოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.