თენგიზ ცერცვაძე ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტზე

2021-11-03 13:11:18

არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს, - ამის შესახებ თბილისისინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებსგანუცხადა.

ცერცვაძე მომხრეა, რომ საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოიღოს დავაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდეთ.

„ის, ვინც წარმოადგენს დოკუმენტს, ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, მას გარკვეულ სივრცეებშიაქტივობისთვის პრივილეგიები მიეცეს. მაგალითად, რესტორნებში, მაღაზიაში, სასტუმროებში. თუ შენ ამჯობინებ, რომ ნებისმიერი, იქნება ეს რწმენის, თუ ვინმეს გავლენის გამო, არ გინდააცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს“, - განაცხადა ცერცვაძემ.