საწარმო "რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ტომრების საამქროში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 4-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ამ დროისთვის უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის დროს.