რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდანარასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება.
ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელესკომმპანიებმა.
„2021 წლის 1-ვლი დეკემბრიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებომომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით- აღნიშნულია „ინტერ გაზის“ განცხადებაში.
1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და "თელავი გაზი". აქაცტარიფის ცვლილება საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯებისგაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, - აღნიშნულია „სოკარჯორჯია გაზის“ განცხადებაში.
ცნობისათვის, „ინტერ გაზი“ ბუნებრივ აირს აწვდის ახალციხის და ასპინძის რაიონებს, "თელავი გაზი" - თელავს და „სოკარ ჯორჯია გაზი“ დანარჩენ საქართველოს, თბილისის გარდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ („თელავ გაზის“) დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 0.95 ლარია 1მ3-ზე, „ინტერ გაზის“ შემთხვევაში კი 1.09 ლარი.
შეგახსენებთ, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისშითითქმის ერთი წელიწადია გაიზარდა. „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივაირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი იყო 0.86 ლარი.