საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებისმოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2015-2016 წლებში, ყალბი დოკუმენტებისგამოყენებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტისსოფელ ჭოპორტში, მოტყუებით დაირეგისტრირეს დიდი ოდენობით, სახელმწიფოს კუთვნილი13 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 42 301 მ2, რომლის საბაზრო ღირებულება, სასაქონლოექსპერტიზის დასკვნით, შეადგენს 755 144 ლარს. გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნამართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 დამე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვაპირების დადგენა-მხილების მიზნით.