რა სიახლეზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

2021-11-02 09:08:58

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-პაციენტებში "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, უახლესი კვლევების მონაცემებით, დამატებითი მტკიცებულებები ჩნდება, რომლის მიხედვით აცანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არამხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას და ამოკლებს გამოჯანმრთელების პერიოდს, არამედ სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობის რისკებს.

"ამერიკელი ავტორების მიერ 40 000-ზე მეტ COVID ავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვით "რემდესივირი" სარწმუნოდამცირებდა სიკვდილობას - 24%-ით დაავადების მე-14 დღისთვის და 11%-ით - 28-ე დღისთვის.

რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით "რემდესივირი" აგრეთვე ამცირებდა სიკვდილობისალბათობას COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21%-დან 61%-მდე.

რიგი სერიოზული კვლევების თანახმად COVID-19-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - "იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის" გამოყენება "რემდესივირთან" კომბინაციაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას დასარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს.

საქართველოში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ "რემდესივირს" ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ "ბარიციტინიბის" გამოყენება "რემდესივირთან" და/ან "სტეროიდებთან" კომბინაციაში, რაც ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალმხრავალი შეკრებებების სიმრავლის პირობებში ძალიან მაღალია COVID-19-ის ახალი შემთხვევების და COVID-აქტიური პაციენტების რაოდენობა", - წერს ცერცვაძე.

ის ასევე აცხადებს, რომ ზემოთაღნიშნული კვლევების შედეგები და საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს "რემდესივირის" გამოყენებისმიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ COVID-კლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ "რემდესივირს".

ცერცვაძე კიდევ ერთი სიახლის შესახებ წერს:  კომპანია Gilead-მა გამოაცხადა, რომმედიკამენტმა "რემდესივირმა" დადებითი შედეგი აჩვენა…

"ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია Gilead-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმა "რემდესივირმა" დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმებისრისკის მქონე COVID-19-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც COVID დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, "რემდესივირის" 3-დღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ - 87% შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ "რემდესივირის" გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ-ჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები".