იგეგმება თუ არა სკოლების დახურვა

2021-11-01 21:30:28

"უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არყოფილა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაამირამ გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავს რეკომენდაციას ეპიდემიოლოგებიც არ გასცემენ.

„დამატებით შეზღუდვებზე გადაწყვეტილებები უწყებათშორის საბჭოზე არ განხილულა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მომზადებული არ არის და არც NCDC-ს მიერ გაცემულამსგავსი ტიპის რეკომენდაციები. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ დავიცვათ ის, რაც არისშემოღებული, ყველამ ვატაროთ პირბადე, დახურულ თუ ღია სივრცეში, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ შეკრებებს და ავიცრათ. აცრაზე მთავარი დღეს არაფერია, თუ გვინდა, რომყოველდღიურად არ დიღუპოს ათობით ადამიანი, უნდა ავიცრათ.

სკოლების 10% გადასულია დისტანციურ სწავლებაზე, ზოგიერთ სკოლაში კლასებია გადასულიდისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ სკოლები არ იხურება. შესაბამისი რეგულაციებით, სკოლებშიდასწრებული სწავლა გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.