რუსთავში 7 საარჩევნო უბანი ხელახლა გადაითვალეს [video]

2021-11-01 18:43:24

რუსთავის N20 საარჩევნო კომისიამ შემთხვევითობის პრინციპით გამოავლინა 7 საარჩევნო უბანი და მოხდა ამ უბნებზე არსებული შედეგების ხელახალი გადათვლა.

გადათვლის პროცესი მე-15 საჯარო სკოლაში გაიმართა.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განაცხადა, ხელახალი გადათვლის შემდეგ არსებული შედეგები არცერთ უბანზე არ შეცვლილა.

"შერჩევის პრინციპით ხელახალი გადათვლის მიზნით გამოვლინდა 7 საარჩევნო უბანი. შესაბამის უბანზე მყოფი ყველა პირის მონაწილეობით, რომელთაც ამის უფლება ჰქონდათ, ხუთი კამერის თანდასწრებით მოხდა ამ უბნების გახსნა. ეს ემსახურება იმას, რომ გავარკვიოთ, ემთხვევა თუ არა უბნების მიერ მოტანილი დალუქული დოკუმენტაცია ოქმში არსებულ მონაცემებს. არცერთ უბანზე არ შეცვლილა მონაცემი",- განაცხადა გაგა აფციაურმა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები