რამდენი ბიულეტენი გაბათილდა რუსთაში

2021-11-01 18:35:21

რუსთსავში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურზე 3 397 ბიულეტენი გაბათილდა, აქედან მერის 2 025, მაჟორიტარის კი 1 372 ბიულეტენი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" #20 საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რუსთავში თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, მერის არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლაცაბიძემ 27 301 ხმა, მისმა კონკურენტმა დავით კირკიტაძემ კი 23 523 ხმა მიიღო.