"შენი ქმედება წყვეტს"

2021-11-01 18:28:26

რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და  კანტის აკადემიის ადგილობრივი პარტნიორების ხელშეწყობით ვაქცინაციის შესახებ წამოწყებული საინფორმაციო კამპანიის ,,შენი ქმედება წყვეტს“ ფარგლებში შედგა.

"კანტის აკადემია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში მხარდაჭერით იწყებს კამპანიას შენი ქმედება წყვეტს, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდებისა და სტუდენტების მიმართ, რომ ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზება მოვახდინოთ, რადგან ბოლო მონაცემებით, სტუდენტების 30% აცრილი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. რეგიონში რამდენიმე ქალაქს მოვივლით.

რუსთავში გვქონდა შეხვედრა. ჩავალთ ქუთაისში, ახალციხეში. ძირითადად იმ ქალაქებში, სადაც სტუდენტების აკუმულირებაა და შევეცდებით საინფორმაციო და სამოტივაციო შეხვედრები ჩავატაროთ, რომ დავარწმუნით ახალგაზრდები, მათი გადაწყვეტილება დღეს მნიშვნელოვანია იმ პროცესში რომ დავასრულოთ პანდემია",- განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა, კანტის აკადემიის თანადამფუძნებელმა.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ქავთარაძემაც.

"ვაქცინაცია ეს არის დღეს ძალიან დიდი გამოწვევა, იმ ომში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც არის არამხოლოდ ვირუსთან არამედ საინფორმაციო ომი. ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და რთულია გაარკვიო, სად არის სიმართლე. ამიტომ ახალგაზრდების, ადამიანების, რომლებიც ქმნიან მომავალს და რომლებიც იცხოვრებენ პანდემიისგან თავისუფალ ქვეყანაში, როლი არის ძალიან დიდი, რომ ამ კამპანიაში ჩაერთონ და თავიანთ მეგობრებსა და ოჯახებს მოუწოდონ, აიცრან ",- განაცხადა ნინო ქავთარაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები