თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, მასაჟის ცენტში ქალი მოკლეს.
სავარაუდოდ, ის ჩინეთის მოქალაქეა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
გარდაცვლილს, ასევე, დაჭრილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.