ასტრაზენეკას ვაქცინის გარკვეული დოზა აუთვისებელი დარჩა

2021-11-01 12:14:32

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა.

დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შესთავაზებენ ნებისმიერი ალტერნატიულ ვაქცინას: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუს" განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები.

მისივე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება "ასტრაზენეკას" რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 8 ოქტომბერს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ იყო ალბათობა, აუთვისებელი "ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილიყო