ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...

2021-11-01 11:00:22

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებსიმართლეს გვაცნობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სიმართლე პანდემიაზე - ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგანთავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს(აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებსმტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმაპასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგოგაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!

ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ... კი ბატონო, კარგია და ჩემთვისძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერცალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარსიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიციყენებენ- „ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერვიქნებოდით აცრილები!!" . ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- "სტალინი რომ ყოფილიყო"-მდე. წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერაცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს!

მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენისმაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა.

რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაამედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ-ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვამოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: მედიკამენტები იქნება დეფიციტურიმთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმისწინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონისგათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ დაკურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველიმედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელიფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კიანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითიმოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!

რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს?! „კეთილი ინებოს და სახელმწიფომიზრუნოს, მეკუთვნის!" არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდდახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს,თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაცსსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- „დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებსგამოვჭამთ", საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. „რატომაა ქვეყნის მიერ წამლებისყიდვა უყაირათობა?"- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად დაურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება! ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაცშეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიცჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ესმედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტისშექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა?

ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალიშტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრიჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა“, - აღნიშნავს დავით გადელია.