რუსთავის არჩევნების შეჯამება [video]

2021-10-31 12:43:24

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა 30 ოქტომბრის თვითმმართველობის მე-2 ტურის არჩევნები შეაჯამა.

არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან 53 037 ადამიანი მივიდა, საიდანაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ 23 523 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძემ 27 301.

გარდა მერის არჩევნებისა, 30 ოქტომბერს რუსთავის მე-6 სამაჟორიტარო ოლქში რუსთაველებმა აირჩიეს საკრებულოს წევრიც. "გახარია საქართველოსთვის" კანდიდატმა ერეკლე დოლიძემ 3894 ხმა მიიღო, "ქართული ოცნებიდან" გიგა ვეფხვაძემ 4491 ხმა.

გაგა აფციაურის თქმით, არჩევნების დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში 14 საჩივარი შევიდა.

მისივე განცხადებით, საჯაროობის მიზნით, პირველი ტურის მსგავსად, შეირჩევა 5 უბანი, რომელზეც მოხდება არჩევნების შედეგების ხელახალი გადათვლა.