რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-6 სამაჟორიტარო ოლქის ყველა ხმა დათვლილია. 16 უბნიდან 12 უბანში ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი გიგა ვეფხვაძე. შემოსული ხმები საბოლოოდ ასე გადანაწილდა: ერეკლე დოლიძე (გახარია საქართველოსთვის) - 3882, რაც ხმების 46.625% შეადგენს; გიგა ვეფხვაძე (ქართული ოცნება) - 4444, რაც ხმების 53.375% შეადგენს; შეგახსენებთ, რომ პირველი ტური ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და აღნიშნულ ოლქში მეორე ტური დაინიშნა.