რუსთავის N13 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
რუსთავის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნანა შატბერაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანზე მათ წარმომადგენელს ქართული ოცნების დამკვირვებლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ხმების დათვლის დროს შეიქმნა პრობლემა. ქართული ოცნების მიერ შეგზავნილი დამკვირვებლები პრობლემასა და ქაოს ქმნიდნენ, იმიტომ რომ დავით კირკიტაძემ მოიგო. შესაბამისად, მცდელობა ჰქონდათ უბნის ჩაშლის. როგორც იქ ენმ-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, მას ხელით შეეხო რომელიღაც დამკვირვებელი",- განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.