რუსთავის 4 სპეცუბნის შედეგები

2021-10-30 22:12:37

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 უბნის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი შევიდა.

ოთხივე სპეცუბნის შედეგია, მათ შორის სამი პენიტენციური დაწესებულებაა, ერთი კი კოვიდუბანი.

დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 63 ხმა

ნინო ლაცაბიძე ( ქართული ოცნება) - 295 ხმა

ცნობისთვის, რუსთავის მასშტაბით 88 უბანია, სადაც საერთო რაოდენობით 107 000-მდე ამომრჩეველია.