რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობა 53 044 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 49.63%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის I ტურზე, ამ დროის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 52 052 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია, სადაც სულ 106 895-მდე ამომრჩეველია.