ვაზისუბანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

2021-10-30 18:49:48

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ცოტა ხნის წინ შუქი ჩაქრა დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

ცოტახნის წინ მერობის კანდიდატს ნიკა მელიას პირდაპირ ეთეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, მელიას ქართული ოცნების მხარდამჭერმა თავში ხელი ჩაარტყა.

საარჩევნო უბანზე ვითარებაში გასარკვევად ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი გამოჩნდა.სწორედ მას შემდეგ დაიძაბა ვითარება და ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, ადგილზე პროვოკაცია ნიკა მელიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

"ამ პროვოკაციას და სიგიჟეს უნდა მოვეშვათ. უბანზე უბრალოდ მოკლე ჩართვით ჩაქვრა შუქი. ამ უბანზე იგებს "ქართული ოცნება". მოვარდა ნიკა მელია, ნახა შანსი, რომ მოგებული უბანი გააუქმოს და შუქის ჩაქვრის შემთხვევით მიზეზი, ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებულია.