რამდენი პირი იყო 17:00 საათისთვის რუსთავში არჩევნებზე

2021-10-30 17:50:57

რუსთავში 17:00 საათის მონაცემებით ხმა 44 016  ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 41.19%-ია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის I ტურზე, ამ დროის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 42 327 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული.

საოლქოში აცხადებენ, რომ შესული საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ სამია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია, სადაც სულ 106 895-მდე ამომრჩეველია.