დავით კირკიტაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

2021-10-30 15:53:02

რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა დავით კირკიტაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

მან პოზიცია 79-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და რუსთაველებს მოუწოდა, მივიდნენ უბნებზე და მშვიდად მისცენ ხმა.

“რთული გამოსაცნობი არ არის ხმა ვის და რას მივეცი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ აქ ვიგებთ. მთავარია ამომრჩეველი ახლა მოვიდეს და მშვიდად დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი”, - განაცხადა კირკიტაძემ.