რუსთაველი ამომრჩევლის აქტივობა 15:00 საათისთვის

2021-10-30 15:48:12

15:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ხმა 36 245-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 33,92-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურის შესაბამის დროსთან შედარებით დღეს მისული ამომრჩეველთა რაოდენობა შედარებით მაღალია, პირველ ტურში სამი საათისთვის პოლიტიკური არჩევანი 34 626 ამომრჩეველს ჰქონდა გაკეთებული.

შეგახსენებთ, რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4  სპეცუბანია, სადაც 107 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.