დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.
რუსთაველები ქალაქის მერს ირჩევენ. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 2 კანდიდატს “ქართული ოცნებიდან” ნინო ლაცაბიძის და გაერთიანებული ოპოზიციიდან დავით კირკიტაძის შორის უწევს.
რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას რუსთავში 12 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 20 517 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 19,2 %-ია.
რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ჯერ-ჯერობით საჩივარი არავის დაუწერია.
ცნობისთვის, რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 106 895 შეადგენს.