ნინო ლაცაბიძემ ხმა მისცა

2021-10-30 11:41:05

“ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ ხმა მისცა.
ლაცაბიძემ საკუთარი პოზიცია #2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ხმა მისცა რუსთავში მშვიდობას და განვითარებას.
“არჩევანი გავაკეთეთ იმის სასარგებლოდ, რომ ქალაქში იყოს მშვიდობა და ჩვენ შევძლოთ ყველამ ერთად საქმიანი პროცესი განვაგრძოთ. განვაგრძოთ ქალაქის განვითარება და იმ პროექტების განხოეციელება, რომელიც დღეს რუსთაველებს ძალიან გვჭირდება. ხმა მივეცი სიმშვიდეს, განვითარებას და უკეთეს მომავალს”, - განაცხადა ლაცაბიძემ.